ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
ლიბერთი მომხმარებლებს არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე ახალი კამპანიის ფარგლებში, კონკურენტულ პირობებს სთავაზობს.
ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც აიღებს ახალ სესხს ან გადმოიტანს სხვა ბანკიდან, ისარგებლებს შემდეგი პირობებით: ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 9,9%-დან, ეფექტური 15,8%-დან, თანხა გაიცემა 4 წლამდე ვადით, მაქსიმალური 80 000 ლარიანი ლიმიტით უზრუნველყოფის გარეშე.
სამომხმარებლო სესხის მისაღებად, ბანკში შემოსავლების დადასტურების მარტივი პროცესი ხელმისაწვდომია როგორც არსებული, ასევე ახალი მომხმარებლებისთვის. სასურველი თანხის დამტკიცებას ან არსებულ სესხზე თანხის დამატებას, მომხმარებლები ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან, ბანკში ვიზიტის გარეშე შეძლებენ.
„ლიბერთის სამომხმარებლო სესხის პირობები ბაზარზე კონკურენტუნარიანია. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ისეთი შეთავაზებების დაგეგმვა, რომელიც მომხმარებლების საჭიროებებზეა მორგებული. იმედი გვაქვს, ‘შეცვალე შენი ზაფხული’ კამპანიის ფარგლებში ბევრ ადამიანს დავეხმარებით საზაფხულო გეგმებისა და მიზნების განხორციელებაში“ - დავით სულუაშვილი, ლიბერთის სასესხო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
შეთავაზებით სარგებლობისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ მთელი საქართველოს მასშტაბით ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტს, საზოგადოებრივ სახლებში მდებარე სერვის ცენტრებს, ან მობილურ სერვის ცენტრებს.